შეკიდული ჭერის სისტემა ბინებისთვის
სისტემას აქვს ყველაზე პატარა შეკიდვის სიმაღლე ჭერების მშრალი მობათქაშების სისტემებს შორის: 9-10 სმ (დამოკიდებულია ჭერის სისწორეზე).
განკუთვნილია, როგორც მანსარდების, ასევე ჩვეულებრივი ბინის ჭერების მოსაწყობად. კონსტრუქცია შეიძლება დამაგრდეს ხის ძელაკებზეც და პირდაპირ ბეტონის ჭერზეც.
შეფითხვნისა და დაგრუნტვის შემდეგ მიიღება გლუვი, უნაკერო ზედაპირი, რომელიც განკუთვნილია შემდგომი დეკორატიული მოპირკეთებისთვის, მაგალითად - შესაღებად.
შეკიდული ჭერის სისტემა მანსარდებისთვის
სისტემას აქვს ყველაზე პატარა შეკიდვის სიმაღლე ჭერების მშრალი მობათქაშების სისტემებს შორის: 9-10 სმ (დამოკიდებულია ჭერის სისწორეზე).
განკუთვნილია, როგორც მანსარდების, ასევე ჩვეულებრივი ბინის ჭერების მოსაწყობად. კონსტრუქცია შეიძლება დამაგრდეს ხის ძელაკებზეც და პირდაპირ ბეტონის ჭერზეც.
შეფითხვნისა და დაგრუნტვის შემდეგ მიიღება გლუვი, უნაკერო ზედაპირი, რომელიც განკუთვნილია შემდგომი დეკორატიული მოპირკეთებისთვის, მაგალითად - შესაღებად.
ტიხრის ერთფენიანი სისტემა ლითონის ერთმაგ კარკასზე
ეკონომიური სისტემა შიდა გამყოფი კონსტრუქციებისთვის. მიზანშეწონილია გამოყენება სათავსოებში, სადაც არ არის ცეცხლმედეგობის და ხმის იზოლაციის მაღალი მაჩვენებლების მოთხოვნები.
შეკიდული ჭერის ეს სისტემა, 14-19სმ მინიმალური შეკიდვის სიმაღლით, სასურველია დამონტაჟდეს სათავსოში, რომლის ფართობი აღემატება 50 კვ.მ-ს
გამოიყენება, როგორც რეკონსტრუქციისას, ასევე ახალ მშენებლობაზეც მოპირკეთების, ხმის იზოლაციის და გადახურვების ცეცხლმედეგობის ამაღლების მიზნით.
საბოლოო შედეგად აქვს გლუვი, უნაკერო ზედაპირი, რომელიც მზად არის შეღებვისთვის ან სხვა დეკორატიული მოპირკეთებისთვის
ტიხრის ორფენიანი სისტემა ლითონის ერთმაგ კარკასზე
სტანდარტული სისტემა შიდა გამყოფი კონსტრუქციებისთვის. უზრუნველყოფს მაღალ მახასიათებლებს, მათ შორის ცეცხლმედეგობის და ხმის იზოლაციის სპეციალურ მოთხოვნებს. გამოიყენება როგორც რეკონსტრუქციისას, ასევე ახალ მშენებლობაზე.
ერთფენიანი შემოსვის სისტემა კედელზე მიმაგრებით
ეკონომიური სისტემა კედლის სწრაფი მობათქაშებისთვის თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენებით. კონსტრუქცია მაგრდება პირდაპირ საბაზისო კედელზე, ჭერის პროფილების (CD, UD) და სამაგრების გამოყენებით.
ტიხრის სამფენიანი სისტემა ლითონის ერთმაგ კარკასზე
სტანდარტული სისტემა შიდა გამყოფი კონსტრუქციებისთვის. უზრუნველყოფს იდეალურთან მიახლოებულ მაღალ მაჩვენებლებს, მათ შორის ცეცხლმედეგობის და ხმის იზოლაციის სპეციალურ მოთხოვნებს. ასეთი ტიხრებისგან აგებული ოთახიდან ხმაური თითქმის არ გამოდის. გამოიყენება როგორც რეკონსტრუქციისას, ასევე ახალ მშენებლობაზე.
ორფენიანი შემოსვის სისტემა კედელზე მიმაგრებით
სტანდარტული სისტემა კედლის სწრაფი და მშრალი მობათქაშებისთვის თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენებით. კონსტრუქცია მაგრდება პირდაპირ , მკვრივი სტრუქტურის მქონე, საბაზისო კედელზე, ჭერის პროფილების (CD, UD) და სამაგრების გამოყენებით.
AMF-ი, კნაუფის ერთერთი საპროდუქტო მიმართულებაა, რომელიც აწარმოებს პროდუქციასა და სისტემებს საოფისე და კომერციული ფართების შეკიდული ჭერების მოსაწყობად (ე.წ."არმსტრონგი").
სისტემა გამოირჩევა ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამძლეობით. კონსტრუქციას არ ახასიათებს დეფორმაცია, ხოლო ფილები დიდხანს ინარჩუნებენ თავდაპირველ ფერსა და მახასიათებლებს.
ეკოლოგიურად სუფთა AMF ფილებს აქვთ სხვადასხვა ხმის ჩამხშობი მახასიათებლები, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს სამუშაო გარემოს, ქმნის მყუდრო და პროდუქტიულ ატმოსფეროს.
დანადგარის გამოყენებით თაბაშირით ლესვის სისტემა
ელასტიური, დრეკადი, თბო და ხმის იზოლაციის საუკეთესო მაჩვენებლების ლესვა კედლებისა და ჭერისთვის
KNAUF JETGIPS მანქანური ლესვის სისტემა წარმოადგენს სველი მობათქაშების ერთერთ სისტემას KNAUF-ისგან, რომელიც გაჯის მაღალ ხარიხსიანი ალტერნატივაა.
განკუთვნილია ჩვეულებრივი მკვრივი საფუძველის მქონე (ბეტონი, აგური, ცემენტის ბათქაში) ჭერებისა და კედლების ხელით მაღალხარისხიანი მობათქაშებისთვის, ასევე გამოიყენება ქაფპოლისტიროლის, ცემენტ-ბურბუშელიანი ფილების, ნორმალური ტენიანობის მქონე ოთახების შიდა ზედაპირების, სამზარეულოების და აბაზანების მოსაბათქშებლად.
საბოლოოდ მიიღება გლუვი ზედაპირი შემდგომი დეკორატიული მოპირკეთებისთვის, მაგალითად შესაღებად, შპალერის გასაკრავად და ა.შ.
ერთფენიანი შემოსვის სისტემა დაშორებულ პროფილზე
ეკონომიური სისტემა, კონსტრუქციული ხმაურის გაუმჯობესებული იზოლაციით, საბაზისო კედლის სწრაფი მობათქაშებისთვის, თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენებით. კონსტრუქცია დაშორებულია საბაზისო კედლიდან, ტიხრის პროფილების (CW, UW) გამოყენებით.
სისტემას ასევე იყენებენ ნაკლებ მკვრივი ზედაპირის მქონე კედლების მოსაბათქაშებელად (მაგ. პერლიტის ბლოკით აშენებული კედელი).
ტიხრის ორფენიანი სისტემა ლითონის ორმაგ კარკასზე
სტანდარტული სისტემა შიდა გამყოფი კონსტრუქციებისთვის. უზრუნველყოფს იდეალურთან მიახლოებულ მაღალ მაჩვენებლებს, მათ შორის ცეცხლმედეგობის და ხმის იზოლაციის სპეციალურ მოთხოვნებს. გამოიყენება როგორც რეკონსტრუქციისას, ასევე ახალ მშენებლობაზე.
ორფენიანი შემოსვის სისტემა კედლიდან დაშორებულ პროფილზე.
სტანდარტული სისტემა, კონსტრუქციული ხმაურის გაუმჯობესებული იზოლაციით, საბაზისო კედლის სწრაფი მობათქაშებისთვის, თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენებით. კონსტრუქცია დაშორებულია საბაზისო კედლიდან, ტიხრის პროფილების (CW, UW) გამოყენებით.
სისტემას ასევე იყენებენ ნაკლებ მკვრივი ზედაპირის მქონე კედლების მოსაბათქაშებელად (მაგ. პერლიტის ბლოკით აშენებული კედელი).