ძებნა
კატალოგი
    Menu Close

    FAQ

    რისი ყიდვა შემიძლია www.bautech.ge-ზე?

    დღესდღეობით მაღაზიაში წარმოდგენილია KNAUF-ის კონსტრუქციების სისტემებისა და პროდუქტების ასორტიმენტი. აქტიურად ვმუშაობთ მაღალი კლასისა და ხარისხის მწარმოებლების მოძიებაზე, შერჩევასა და განთავსებაზე.

    KNAUF-ის პროდუქცია ფართო არჩევანს გვთავაზობს რემონტის/მშენებლობის იმ ეტაპზე, რომელსაც ე.წ. "შავი კარკარსიდან", "თეთრი კარკარსის" მიღება ეწოდება. უმეტესობა KNAUF-ს იცნობს, როგორც თაბაშირ-მუყაოს მწარმოებელს, თუმცა მისი ასორტიმენტი გაცილებით მრავალფეროვანია და ის მოიცავს:

     

     

    როდის გაიხსნა მაღაზია?

    "BAU-TECH GEORGIA" ბაზარზე 2004 წლიდან ოპერირებს და "KNAUF გიპს თბილისის" ერთადერთი პრემიუმ პარტნიორია. ინტერნეტ მაღაზია 2020 წლის მაისში გაიხსნა. 

     

    რომელ საათებში მუშაობთ?

    ინტერნეტით მაღაზია ნებისმიერ დროს არის ხელმისაწვდომი. ქოლ-ცენტრი მუშაობს 10:00-18:00 ორშ-შაბ. 10:00-15:00 კვირა.

     

    გაქვთ ფიზიკური მაღაზია?

    დიახ, თბილისში ორი მაღაზია გვაქვს. მობრძანდით, ან დაგვირეკეთ:

    მის: ქ.თბილისი, ხოშარაულის #27
    ტელ: +(995) 577 98 96 00

    აკ. წერეთლის გამზ #118
    შესასვლელი სტანილავსკის ქუჩიდან
    ტელ: +(995) 599 89 88 99

     

    მომიტანთ შენაძენს სახლამდე?

    დიახ, აუცილებლად მოგაწვდით მითითებულ მისამართზე. დამატებით, გთავაზობთ სართულზე მიწოდებასაც. ტრანსპორტირებისა და ბინაზე მიწოდების ფასები გამოითვლება შეკვეთის განთავსებისას და დამოკიდებულია:

    • შერჩეულ პროდუქციასა და რაოდენობაზე
    • სართულზე

    ჯერჯერობით  მიწოდებას ვახორციელებთ თბილისის მასშტაბით. მალევე დავამატებთ შემოგარენს: საგურამო, მცხეთა, რუსთავი, წყნეთი, წავკისი, ტაბახმელა და ა.შ.

     

    იმავე დღეს მოტანას შეძლებთ?

    შეკვეთის განთავსებისას შეგიძლიათ მიუთითოთ რომელ თარიღში გირჩევნიათ მიღება. ჩვეულებრივ, მიტანას ვახორციელებთ 1-3 სამუშაო დღეში, თუმცა ვცდილობთ, იმავე დღეს მოგაწოდოთ.

     

    რა არის კონსტრუქციის სისტემა?

    კონსტრუქციის სისტემა (შემოკლებით სისტემა), წარმოადგენს სხვადასხვა პროდუქციის ერთობლიობას, რომელიც  საბოლოოდ გვაძლევს რაღაც ტიპის ნაგებობას, მაგალითად შეკიდულ ჭერს, ტიხარს, იატაკს და ა.შ. სისტემაში შემავალი პროდუქტებისა და საჭირო რაოდენობების კოეფიციენტები  შედგენილია მწარმოებლის მიერ. სისტემას აქვს სხვადასხვა მახასიათებელი, მაგალითად დატვირთვის კლასი, ნესტგამძლეობა, ცეცხლმედეგობა, თბოიზოლაცია, ხმის იზოლაცია და ა.შ.

    მწარმოებლის მიერ დეკლარირებულ სისტემებს ლაბორატორიულად ამოწმებენ სპეციალიზირებული ორგანიზაციები, რომლებიც გასცემენ ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატებს. ასეთ სისტემებზე დაყრდნობით ჩვენ ვქმნით თქვენთვის ადვილად გამოსაყენებელ კალკულატორებს და გთავაზობთ საჭირო პროდუქციის შერჩევის მარტივ ინსტრუმენტს. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბლოგი მასალების კალკულატორის შესახებ.

     

    რა არის მასალების კალკულატორი?

    მასალების კალკულატორი წარმოადგენს მარტივ ინსტრუმენტს, რომელიც ანგარიშობს კონკრეტული სისტემისთვის საჭირო მასალებსა და რაოდენობებს. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბლოგი მასალების კალკულატორის შესახებ.

     

    შემიძლია განვადებით შეძენა? 

    ვმუშაობთ წამყვან ბანკებთან განვადების არხის აწყობაზე, მაქსიმალურად კომფორტული პირობებით შემოთავაზებაზე.

     

    შემიძლია თქვენთანვე დავიქირავო ხელოსნები?

    არა, ჩვენი მომსახურება გეხმარებათ საბაზრო ღირებულებით შეიძინოთ მასალები ონლაინ, რომელსაც მოგაწვდით სახლამდე.

     

    გაეცანით სასარგებლო ბლოგს "კითხვები KNAUF-ის ექსპერტთან"

    banner