ერთფენიანი შემოსვის სისტემა დაშორებულ პროფილზე
ეკონომიური სისტემა, კონსტრუქციული ხმაურის გაუმჯობესებული იზოლაციით, საბაზისო კედლის სწრაფი მობათქაშებისთვის, თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენებით. კონსტრუქცია დაშორებულია საბაზისო კედლიდან, ტიხრის პროფილების (CW, UW) გამოყენებით.
სისტემას ასევე იყენებენ ნაკლებ მკვრივი ზედაპირის მქონე კედლების მოსაბათქაშებელად (მაგ. პერლიტის ბლოკით აშენებული კედელი).
შეფითხვნისა და დაგრუნტვის შემდეგ მიიღება გლუვი, უნაკერო ზედაპირი, რომელიც განკუთვნილია შემდგომი დეკორატიული მოპირკეთებისთვის, მაგალითად - შესაღებად, ან შპალერის გასაკრავად.