გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულების პირობებს.
1. სამშენებლო მასალების ონლაინ პლატფორმის სისტემაში (შემდგომში – სისტემა) რეგისტრაცია და შეკვეთის განთავსება შეუძლია ნებისმიერ ზრდასრულ პიროვნებას, ან ორგანიზაციას (შემდგომში მომხმარებელი).
2. სისტემაში რეგისტრაცია, ან შეკვეთის განთავსება, ადასტურებს მომხმარებლის ნებას, სისტემაში ატვირთული მონაცემები, პერსონალური ინფორმაციის დაცვის გარანტიით, დამუშავდეს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნებისათვის.
3. სისტემაში რეგისტრაცია, და/ან შეკვეთის განთავსება ხორციელდება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, მომხმარებლის უშუალო ნების გამოვლენის საფუძველზე.
4. სისტემაში რეგისტრაცია უვადოა. სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს რეგისტრაცია.
5. სისტემაში გამოქვეყნებული კატალოგის დათვალიერება, კალკულატორების გამოყენება და ტრანსპორტირების სავარაუდო ფასების გამოთვლა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც აქვს წვდომა სისტემაზე.
6. სისტემაში რეგისტრაცია, კალკულატორების გამოყენება, კატალოგის დათვალიერება, შედარებისა და სასურველი პროდუქტების კალათის, ასევე საყიდლების კალათისა და უშუალოდ შეკვეთის განთავსების ფუნქციებით სარგებლობა უფასოა.
7. შეკვეთის განთავსება შეუძლია მხოლოდ სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს (შემდგომში რეგისტრირებული მომხმარებელი)
8. რეგისტრაციისას მომხმარებელი თავად ირჩევს აუთენტიფიკაციის ვარიანტს: მის საკუთრებაში არსებული facebook, ან google ანგარიშის გამოყენება; ან ლოკალური ანგარიშის შექმნა.
9. რეგისტრირებულმა მომხმარებელმა სწორად და კეთლისინდისიერად უნდა შეავსოს დამატებითი პარამეტრები ანგარიშის გვერდზე, მათ შორის პირადი ნომერი და/ან ორგანიზაციის დასახელება/საიდენტიფიკაციო კოდი.
10. დაუშვებელია აუთენტიფიკაციის მონაცემის მესამე პირისათვის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შპს "გრინ სტოუნი" იხსნის პასუხისმგებლობას პირადი ინფორმაციის დაცვის ვალდებულებაზე.
11. დაუშვებელია სისტემით მოპოვებული ინფორმაციის გაყიდვა, გაშარჟება, გასაჯაროება, გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, ასევე პოლიტიკური რელიგიური და დისკრიმინაციული მიზნებისათვის გამოყენება.
12. დაუშვებელია პირის პირადი ნომრის, ან ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო მონაცემების ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელმა პირადად უნდა მიმართოს შპს "გრინ სტოუნს" საკონტაქტო ინფორმაციაში გამოქვეყნებული ერთერთი არხით მაინც, რეგისტრაციის შეწყვეტის მიზნით.
13. სისტემაში ერთხელ რეგისტრირებული მომხმარებელი ვეღარ შეძლებს განმეორებით რეგისტრაციის გავლას, წინა რეგისტრაციის შეწყვეტის გარეშე.
14. საკუთარ პროფილში განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სისტემაში რეგისრტირებულ შესაბამის მომხმარებელს.
15. შეუძლებელია, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია (მაგალითად პირადი ნომერი) სისტემის მეშვეობით გახდეს საჯარო, სისტემის სხვა მომხმარებლისათვის.
16. სისტემის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ავტომატურად გააცარიელოს სისტემაში შექმნილი და 6 თვის განმავლობაში უმოქმედოდ დატოვებული საყიდლების კალათისა და სასურველი პროდუქტების შიგთავსი.
17. სისტემის ადმინისტრაცია ვალდებულია თვალსაჩინო გახადოს შეკვეთისა და გადახდის პროცესების მიმდინარეობა, შეატყობინოს მომხმარებელს მნიშვნელოვანი მოვლენები SMS-ის, ან eMail-ის ფორმატით.
18. სისტემის ადმინისტრაცია ვალდებულია გასაჯაროებისგან დაიცვას რეგისტრირებული მომხმარებლის პირადი მონაცემები.
19. სისტემაში რეგისტრაცია, მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარერშე, შესაძლებელია შეწყდეს შემდეგი მიზეზებით: ა) არასწორი/ყალბი ინფორმაციის შემცველი მომხმარებლის პროფილის შესახებ დადასტურებული ინფორმაციის მიღება; ბ) მომხმარებლის მიერ გამოქვეყნდა დისკრიმინაციული, ღირსების შემლახველი, ან შეურაცხმყოფელი ინფორმაცია.
20. შეკვეთის განთავსებისას, რეგისტრირებული მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო სისტემაში ხელმისაწვდომ შემდეგ ინფორმაციას: ა) ტრანსპორტირების პირობებს; ბ) გადახდის პირობებს; გ) შესაძენი პროდუქციის ტექნიკურ აღწერილობას;
21. შეკვეთის განთავსებისას, რეგისტრირებულმა მომხმარებელმა, სწორად და კეთლისინდისიერად უნდა მიუთითოს დანიშნულებისა და ანგარიშსწორების მისამართები.