ერთფენიანი შემოსვის სისტემა კედელზე მიმაგრებით
ეკონომიური სისტემა კედლის სწრაფი მობათქაშებისთვის თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენებით. კონსტრუქცია მაგრდება პირდაპირ საბაზისო კედელზე, ჭერის პროფილების (CD, UD) და სამაგრების გამოყენებით.
შეფითხვნისა და დაგრუნტვის შემდეგ მიიღება გლუვი, უნაკერო ზედაპირი, რომელიც განკუთვნილია შემდგომი დეკორატიული მოპირკეთებისთვის, მაგალითად - შესაღებად, ან შპალერის გასაკრავად.