მასალების დაანგარიშება
- ხარჯის კოეფიციენტები დადგენილია ლაბორატორიული კვლევების შედეგად. გაიგე მეტი
- გამოთვლილი რაოდენობების შემცირების შემთხვევაში კონსტრუქციის ხარისხზე გარანტია უქმდება.
- კალკულატორში გათვალისწინებულია 10% დანაკარგი
დანიშნულება
სტანდარტული სისტემა კედლის სწრაფი და მშრალი მობათქაშებისთვის თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენებით. კონსტრუქცია მაგრდება პირდაპირ, მკვრივი სტრუქტურის მქონე, საბაზისო კედელზე, ჭერის პროფილების (CD, UD) და სამაგრების გამოყენებით.
კედელზე დამაგრება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, საბაზისო კედელი უნდა იყოს მყარი სტრუქტურის. მაგალითისთვის, პერლიტის ბლოკზე მიმაგრება არ არის რეკომენდირებული. ასეთ შემთხვევებში იყენებენ, ან სველ მობათქაშებას (მაგ. ROTBAND), ან საბაზისო კედლიდან დაშორებულ შემოსვის სისტემას (W625).
- კედლიდან მაქსიმალური დაშორება 12.7 სმ
- დატვირთვის კლასი 0.4 kn/m2 (40 კგ-მდე კვ.მ-ზე)
შეფითხვნისა და დაგრუნტვის შემდეგ მიიღება გლუვი, უნაკერო ზედაპირი, რომელიც განკუთვნილია შემდგომი დეკორატიული მოპირკეთებისთვის, მაგალითად - შესაღებად, ან შპალერის გასაკრავად.
მონტაჟის სწრაფი ინსტრუქცია
- მეორე ფენისას, აუცილებელია, რომ ფილამ გადაფაროს პირველი ფენის ნაკერები.
- CD პროფილების ცენტრებს შორის მანძილი 62.5 სმ.
- პირდაპირი სამაგრების მიჭედება კედელზე რკინის დუბელებით - დაშორება 150 / 75 სმ.
- პერიმეტრზე განლაგებული UD პროფილის დამაგრება დამჭერი დუბელებით - დაშორება 50 სმ.
- კონსტრუქციული ხმაურის იზოლაციისთვის პროფილსა და სამაგრებს შორის, დამაგრებამდე, დააკარით საიზოლაციო ლენტი.
- თბოიზოლაციის მაჩვენებლების მისაღებად, ფილის დამაგრებამდე, განათავსეთ მინა-ბამბის საიზოლაციო ფილები.
- შეფითხვნა აუცილებლად დაიწყეთ იატაკის გაშრობის შემდეგ (იმ შემთხვევაში თუ იატაკსაც აკეთებთ)
- შეფითხვნის შემდეგ აუცილებლად დაგრუნტეთ Tiefengrund-ით 0.1კგ კვ.მ-ზე
კონსტრუქცია აგებულია 0.6 მმ სისქის პროფილებით. უფრო თხელი პროფილების გამოყენება იწვევს დატვირთვის კლასის შემცირებას, კონსტრუქციის ცვლილებას, რაც გერმანულ სტანდარტთან არ არის თავსებადი.
გარანტია
- კალკულატორის შედეგად გამოთვლილი მასალების ხარისხი და რაოდენობა შესაბამისობაშია გერმანულ სტანდარტთან.
- საწარმო წუნის, ან სხვა ვიზუალური დეფექტის შემთხვევაში პროდუქცია იცვლება ჩვენ მიერ - გარანტია მოიცავს ტრანსპორტირებასაც.
- ტრანსპორტირებისა და სართულზე ატანის მომსახურებების შეძენისას პროდუქციის მიწოდების დაზღვევა
დამატებითი მომსახურებები
- კნაუფის ექსპერტის უფასო კონსულტაციები - სისტემის სრულად შეძენის შემთხვევაში, თუ პროდუქციის ჯამური ღირებულება აჭარბებს 2 000 ლარს, აუცილებლობის შემთხვევაში ადგილზე ვიზიტი.
- პროფესიონალ ხელოსნებთან დაკავშირება საპარტნიორო ქსელიდან
- სართულზე ატანა.
საჭირო ბმულები