მშრალი, უნივერსალური, სუფთა და სწრაფი საშუალება ზედაპირის მობათქაშებისთვის.
3 კვ.მ. და 12.5 მმ-იანი სისქის თაბაშირ მუყაოს ფილა გამოიყენება ჭერების, კედლების შემოსვებისა და ტიხრების შიდა კონსტრუქციების მოსაწყობად.
შეფითხვნისა და დაგრუნტვის შემდეგ მიიღება გლუვი, უნაკერო ზედაპირი, რომელიც მზად არის დასასრულებლად - შესაღებად, ან შპალერის/კაფელის გასაკრავად.
ეკონომიური IZOGIPS ლესვის სისტემა წარმოადგენს სველი მობათქაშების სისტემას, რომელიც გაჯის მაღალ ხარისხიანი ალტერნატივაა.
განკუთვნილია ჩვეულებრივი მკვრივი საფუძველის მქონე (ბეტონი, აგური, ცემენტის ბათქაში) ჭერებისა და კედლების ხელით მაღალხარისხიანი მობათქაშებისთვის, ასევე გამოიყენება ქაფპოლისტიროლის, ცემენტ-ბურბუშელიანი ფილების, ნორმალური ტენიანობის მქონე ოთახების შიდა ზედაპირების, სამზარეულოების და აბაზანების მოსაბათქშებლად.
საბოლოოდ მიიღება გლუვი ზედაპირი შემდგომი დეკორატიული მოპირკეთებისთვის, მაგალითად შესაღებად, შპალერის გასაკრავად და ა.შ.
სტანდარტული სისტემა კედლის სწრაფი და მშრალი მობათქაშებისთვის თაბაშირ-მუყაოს ფილების გამოყენებით. კონსტრუქცია მაგრდება პირდაპირ, მკვრივი სტრუქტურის მქონე, საბაზისო კედელზე, ჭერის პროფილების (CD, UD) და სამაგრების გამოყენებით.
კედელზე დამაგრება ყოველთვის არ არის შესაძლებელი, საბაზისო კედელი უნდა იყოს მყარი სტრუქტურის. მაგალითისთვის, პერლიტის ბლოკზე მიმაგრება არ არის რეკომენდირებული. ასეთ შემთხვევებში იყენებენ, ან სველ მობათქაშებას (მაგ. ROTBAND), ან საბაზისო კედლიდან დაშორებულ შემოსვის სისტემას (W625).
შეფითხვნისა და დაგრუნტვის შემდეგ მიიღება გლუვი, უნაკერო ზედაპირი, რომელიც განკუთვნილია შემდგომი დეკორატიული მოპირკეთებისთვის, მაგალითად - შესაღებად, ან შპალერის გასაკრავად.
კონსტრუქცია აგებულია 0.6 მმ სისქის პროფილებით. უფრო თხელი პროფილების გამოყენება იწვევს დატვირთვის კლასის შემცირებას, კონსტრუქციის ცვლილებას, რაც გერმანულ სტანდარტთან არ არის თავსებადი.