AMF-ი, კნაუფის ერთერთი საპროდუქტო მიმართულებაა, რომელიც აწარმოებს პროდუქციასა და სისტემებს საოფისე და კომერციული ფართების შეკიდული ჭერების მოსაწყობად (ე.წ."არმსტრონგი").
სისტემა გამოირჩევა ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამძლეობით. კონსტრუქციას არ ახასიათებს დეფორმაცია, ხოლო ფილები დიდხანს ინარჩუნებენ თავდაპირველ ფერსა და მახასიათებლებს.
ეკოლოგიურად სუფთა AMF ფილებს აქვთ სხვადასხვა ხმის ჩამხშობი მახასიათებლები, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს სამუშაო გარემოს, ქმნის მყუდრო და პროდუქტიულ ატმოსფეროს.