პროდუქტი წარმოებულია GIPER გიპერი ‘ს მწარმოებელი FORTIS GROUP ‘ის მიერ BIO GIPS - ეს არის თაბაშირის ბათქაში, რომელიც გამოიყენება როგორც საბათქაშე მანქანით, ასევე ხელით ლესვისას. განკუთვნილია აგურის, ბეტონის, ბლოკის და სხვა მრავალი ზედაპირების შიდა კედლების პირდაპირი შებათქაშებისთვის.
Weber PU 2A – არის პოლიურეთანის ბაზაზე მომზადებული, ერთკომპონენტიანი, დაბალი მოდულის, მაღალი ელასტიურობისა და შესანიშნავი ადჰეზიის მქონე ჰერმეტიკის მასა.
პოლიურეთანის ბაზაზე დამზადებული, ერთკომპონენტიანი, ცეცხლგამძლე შემავსებელი და საიზოლაციო ქაფი. გამოიყენება როგორც ცეცხლგამძლე შემავსებელი და საიზოლაციო მასალა.
პოლიურეთანის ბაზაზე დამზადებული, ერთკომპონენტიანი, სამონტაჟო ქაფი, რომელიც მყარდება ჰაერის ტენიანობასთან ერთად და შეიძლება გამოყენებულ იქნას თბოიზოლაციის ფილების და დეკორატიული მასალების შესაწებებლად.
იგი გამოიყენება როგორც შენობების თბოიზოლაციისთვის გამოყენებული პოლისტიროლის (XPS და EPS) ფილების და შენობის დეკორატიული ელემენტების შესაწებებელი მასალა; კედლებსა და სახურავის კონსტრუქციებში ბზარებისა და ნაპრალების შესავსებად
პოლიურეთანის ბაზაზე დამზადებული, ერთკომპონენტიანი, მრავალფუნქციური შემავსებელი და საიზოლაციო ქაფი, რომელიც ატმოსფერული ტენიანობის ზემოქმედებით შრება. გამოიყენება შემავსებელ და საიზოლაციო მასალად.
მზა დასაგრუნტი მასალა სწრაფი გაშრობის, ორთქლგამტარი, პოლიმერული დისპერსიის ბაზაზე. განკუთვნილია საფუძვლის დასამუშავებლად ზედაპირის გამაგრების, მისი შეწოვისუნარიანობის შემცირებისა და ადჰეზიის გასაუმჯობესების მიზნით საბოლოო საფარის(ფითხი, საღებავი, შპალერი), კერამიკული ფილების და სხვა. დაგების წინ. მისი მაღალი შეღწევადობის გამო კარგად გამოიყენება წვრილფორიანი მასალების დასაგრუნტად.
KNAUF - ტიფერგრუნდი არის გამამყარებელი დასაგრუნტი მასალა, რომელიც გამოირჩევა ღრმა შეღწევადობით.
👉პროდუქტი განკუთვნილია საფუძვლის დასამუშავებლად, რათა გაამაგროთ ზედაპირი და შეამციროთ მისი შეწოვისუნარიანობა.
✅ტიფერგრუნდი ამზადებს კედელს საბოლოო საფარის წასასმელად, რომელიც შეიძლება იყოს: ფითხი, საღებავი, შპალერი, კერამიკული ფილა და სხვ.
გამოიყენება შემდეგი შიდა და გარე ზედაპირების დასამუშავებლად:
🔸თაბაშირმუყაოს და თაბაშირბოჭკოვანი ფილები
🔸თაბაშირის და ცემენტის ბათქაშები
🔸თაბაშირის ღარქიმიანი ფილები
🔸თაბაშირმუყაოს და თაბაშირბოჭკოვანი ფილების ნაკერები, თაბაშირის ფითხით დამუშავებამდე
🔸თაბაშირის და ცემენტის მოჭიმვა