ძებნა
კატალოგი
    Menu Close
    ყველა ჩანაწერი

    კითხვები KNAUF-ის ექსპერტთან

    კითხვები KNAUF-ის ექსპერტთან
    გაეცანით სამშენებლო ტერმინების ლექსიკონს

     

    შედარება: KNAUF ფილა vs სხვა იაფფასიანი

    საქართველოს ბაზარზე თაბაშირმუყაო წარმოდგენილია სხვადასხვა მწარმოებლის თითქმის თანაბარი ხარისხის ფილებით, მაგრამ მათ შორის კნაუფის ფილები გამორჩეულია საუკეთესო ხარისხის ქაღალდით და ზუსტი გეომეტრიული ზომებით. კნაუფის თაბაშირმუყაოს ფილების სიგრძე, სიგანე და სისქე ყოველთვის შეესაბამება დეკლარირებულ მახასიათებლებს. საქართველოს თაბაშირმუყაოს ბაზარზე კნაუფი უპირობო ლიდერი და ტრენდის განმსაზღვრელია, ამკვიდრრებს ხარისხის სტანდარტს. ის მწარმოებელები, რომლებიც ბაზარზე წარმოდგენილი იყვნენ უხარისხო პროდუქციით განიდევნენ ბაზრიდან, ან იძულებულნი გახდნენ გაეზარდათ ხარისხი.

     

    შედარება:  0.45/0.5 მმ პროფილები vs KNAUF 0.6 მმ

    მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ნორმებით დასაშვებია 0.5 მმ სისქის თუნუქის გამოყენება, თაბაშირმუყაოს სისტემების პროფილების დასამზადებლად, კნაუფის შიდა ნორმებით, მოთუთიებული თუნუქის მინიმალური სისქე შეადგენს 0.6მმ-ს. ყველა ის მახასიათებლები და მონაცემები კნაუფის სისტემებისათვის (ცეცხლმედეგობა, საკიდებსა და სამაგრებს შორის მანძილები, კედლის სიმაღლეები), რომლებიც მითითებულია ჩვენს ბუკლეტებში, აღებულია 0.6 მმ-იანი პროფილებისათვის. ეს მონაცემები განსხვავებული იქნება 0.5 მმ-იანი პროფილებისათვისაც კი, ხოლო უფრო თხელი პროფილების გამოყენება უბრალოდ სახიფათოა, მათი საშუალებით აგებული კარკასების არასაკმარისი მდგრადობის გამო.

     

    რა საჭიროა საიზოალციო ლენტი და დაგრუნტვა?

    საიზოლაციო ლენტი თაბაშირმუყაოს კარკასის აგებისას გამოიყენება კონსტრუქციული ხმაურის ჩასახშობად, ძირითადად, მომიჯნავე სამშენებლო დეტალებთან (იატაკი, კედლები, ჭერი, კოჭები და სვეტები)  პროფილების მიმაგრების ადგილებში.

    დაგრუნტვა გამოიყენება შეფითხვის, ლესვის და შეღებვის წინ სამუშაო ზედაპირის გასამაგრებლად (ღრმადშემღწევი გრუნტები შემწოვი ზედაპირებისათვის), შეწოვის უნარის გასათანაბრებლად და ადჰეზიის გასაზრდელად.

    დაგრუნტვის გარეშე ჩატარებული სამღებრო თუ შელესვის სამუშაოების შედეგად, შესაძლებელია მივიღოთ კონსტრუქციის დაზიანებები წარმოუდგენლად მცირე დროში.

     

    რატომ ჯობია კონსტრუქციის მთლიანი სისტემის შეძენა?

    თუ მომხმარებელს სურს მიიღოს ის მახასიათებლები (ხმის იზოლაცია, ცეცხლმედეგობა, თბოიზოლაცია), რომლებიც მითითებულია აღნიშნული სისტემისათვის, მაშინ მან უნდა შეიძინოს სისტემის სრული კომპლექტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებს სასურველ შედეგს.

     

    როდის მჭირდება ნესტგამძლე ფილა?

    ნესტგამძლე ფილა გამოიყენება, როდესაც სათავსოში ტენიანობა 70%-90% დიაპაზონშია დღე-ღამეში არაუმეტეს 10 სთ-ისა. თუ ტენიანობა 90%-ს აღემატება ან დრო აღემატება 10 საათს, მაშინ უნდა გამოვიყენოთ აკვაპანელის ცემენტის ფილები.

     

    როდის მჭირდება ცეცხლგამძლე ფილა?

    ცეცხლგამძლე ფილები გამოიყენება შენობა-ნაგებობებში საევაკუაციო დერეფნების, შახტების, კაბელსატარების მოსაწყობად, როდესაც მოთხოვნილი ცეცხლმედეგობა აღემატება F30-ს.

     

    რატომ KNAUF-ის ფითხი და არა სხვა იაფფასიანი ?

    კნაუფი გარანტის იძლევა თავისი პროდუქციის მაღალ ხარისხზე. მისი ალტერნატივა შეიძლება აღმოჩნდეს ხარისხიანიც და უხარისხოც. ამ ბოლო შემთხვევაში კნაუფი ვერაფრით დაგეხმარებათ.

     

    როდის ჭირდება პროფილს იზოლაცია?

    როდესაც მაღალ ტენიანობას (90%-ზე მეტი) ემატება მაღალი ტემპერატურა, მიიღება აგრესიული გარემო. ამ შემთხვევაში პროფილები საჭიროებენ დამატებით იზოლაციას, სპეციალური ლაქით ან საღებავით დაფარვას.

     

    რა უპირატესობა აქვს აკვაპანელის ფასადს?

    აკვაპანელის ფასადის კედლების წონა ტიპების მიხედვით მერყეობს 50-60 კგ/მ2-ის ფარგლებში, მაშინ როდესაც თანამედროვე აგურის და ბლოკის კედლები უკეთეს შემთხვევაში 200-300კგ/მ2-ია. ერთი და იმავე მახასიათებლების (ხანძარმედეგობა, ხმის იზოლაცია, თბოიზოლაცია) მქონე აკვაპანელისა და აგურის (ან ბლოკის) კედლების ღირებულება თითქმის თანაბარია, ხოლო მრავალსართულიანი შენობის ფუნდამენტის ანგარიშისას სერიოზული სხვაობაა აკვაპანელის კედლის სასარგებლოდ.

     

    რა სისქის უნდა იყოს ფასადის კედელი?

    თუ სახლის გარე კედელს არა აქვს შესაბამისი ხმის იზოლაცია და თბოიზოლაცია, ასეთი სახლი საცხოვრებლად უვარგისია. კედლის სისქის შემცირება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მისი საიზოლაციო მონაცემების გაუარესების ხარჯზე. დასაშვები სისქეები მოცემულია ჩვენს სისტემებში.

     

    განსაკუთრებული მადლობა ბატონ ნუგზარ ხადურს, KNAUF-ის ექსპერტს, მოწოდებული პასუხებისთვის.

     

    ბონუსად

    Youtube-ზე ქართული რესურსები ჯერჯერობით ცოტაა... 

     

    ესეც ქართული:

     

     

    მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები კომენტარებში და შევეცდებით დროულად  მოვიძიოთ პასუხები.

    მომზადებულია ბაუ ტექი მიერ.

    კომენტარი
    დატოვე კომენტარი დახურვა
    banner