გამოყენების მოკლე ინსტრუქცია
დასუფთავება
ზედაპირი დაასუფთავეთ ჭუჭყისა და მტვერისაგან. ბეტონს მოაშორეთ ყალიბებიდან დანრრჩენილი ზეთი. ზედაპირს მოაცილეთ ამოშვერილი ნაწილები, ლითონის ელემენტები დაიცავით კოროზიისაგან. საფუძველი უნდა იყოს მშრალი და მყარი, ტემპერატურით არანაკლებ +5C-სა.
დაგრუნტვა
ხსნარის არათანაბარი შეჭიდების თავიდან ასაცილებლად, ტენის ძლიერად მშთანთქავი ზედაპირები, როგორიცაა სილიკატური და კერამიკული აგური, გაზობეტონი უნდა დამუშავდეს წყალში განზავებული (შეფარდებით 1:3) გრუნტით კნაუფ-გრუნდირმიტელით ან კნაუფ როტბანდ-გრუნდით ფუნჯის ლილვაკის ან მფრქვევნას მეშვეობით.
მკვრივი, გლუვი, ტენის სუსტად ან არმშთანთქავი ზედაპირები, ისეთები როგორიცაა მაგალითად ბეტონი, ცემენტის ბათქაში, ქაფპოლისტიროლის ფილები წინასწარ მუშავდება გრუნტის კნაუფ-ბეტოკონტაქტი, რათა მოხდეს ზედაპირთან ბათქაშის ადჰეზიის (შეჭდების) გაუმჯობესება. დატანის შემდეგ დაელოდეთ გრუნტის გაშრობას. დაგრუნტული ზედაპირი დაიცავით მტვერისაგან.
დუღაბის მომზადება
პლასტმასის ავზში ჩაასხით ~18ლ სუფთა ცივი წყალი 30კგ-იანი ტომრის მშრალი ნარევის მოსამზადებლად. თავდაპირველად წყალში ჩაყარეთ 5-7 ქაფჩა მშრალი საბათქაშე მასა მოურიეთ. ამის შემდეგ ჭაყარეთ ტომარაში დარჩენილი ნარევი და მოურიეთ საბათქაშე მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ისე, რომ არ დარჩეს არანაირი გუნდები. გააჩერეთ 5 წუთი და ერთხელაც მოურიეთ.
რეკომენდაციები
- ბათქაშის სწრაფი გაშრობისათვის საჭიროა ოთახის კარგი განიავების (ვენტილაციის) უზრუნველყოფა.
- დეკორატიული საფარის დატანამდე ბათქაში უნდა დამუშავდეს გრუნტით კნაუფ-ტიფენგრუნტდი.
- წყლის გარდა, დაუშვებელია საბათქაში დუღაბში სხვა კომპონენტების დამატება.